ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ!
- 24 ივლისი, 2020
შეგახსენებთ, რომ სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 2020 წლის 26 ივლისს ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლაში.
ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-b.png
მოსწავლე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს: 09:00 საათიდან
გამოცდა დაიწყება: 10:00 საათზე
მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:
საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით). აგრეთვე ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა ნივთის შემოტანა არ არის რეკომენდებული.
ტესტირებაზე გამოცხადებისა და ქცევის განსაკუთრებული წესები პანდემიის პირობებში:
- ტესტირების დროს გამოსაცდელი ვალდებულია, დაიცვას ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები: ატაროს პირბადე (წერის დროს არ არის სავალდებულო), დაიცვას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირებისაგან სოციალური დისტანცია, მითითების შემთხვევაში-დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით;
გამოცდაზე მოქცევის წესები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ტესტის სტრუქტურა და საკონკურსო პირობები:
შემაჯამებელი წერის ბილეთიშედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
20 ამოცანა - 6 სავარაუდოპასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით
5 ამოცანა - 8 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ამოცანის 1,1 ქულით, ორის 1,2 ქულით, ერთის 1,4 ქულით,რაც იქნება ბილეთში მითითებული.
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
ტესტის მაქსიმალური ქულაა 26.
სკოლაში ჩაირიცხება 130 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. სკოლაში ჩაირიცხება აგრეთვე ის მოსწავლე, რომლსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 130-ე მოსწავლეს.
26 ივლისს აიტვირთება ბილეთი და მოსწავლეთა ნაშრომები.
სწორი პასუხები და პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 30 ივლისს 18 საათზე.
შედეგების აპელაცია მიიღება 31 ივლისს.
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2 აგვისტოს.
კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!